среда, 5 ноября 2014 г.

რეფლექსია

დიდი  მადლობა  ბატონო  გიზო   ასეთი  საინტერესო  ტრენინგებისათვის.   შევიძინე საკმაოდ დიდი  ცოდნა,  რომელსაც   აუცილებლად  გამოვიყენებ   ჩემს   პედაგოგიურ  პრაქტიკაში. 
 რეფლექსია
პირველი  დღე:   იყო  ძირითადად  ინტელის  პროგრამის   ძირითად   მიზნებს.    გავეცანით  ვიუვერის  პროგრამას.    შევქმენით   პორტფოლიოს      საქაღალდე   და    შევქმენით   ბლოგი.   მოგვცა   დავალებები  მომდევნო  ტრენინგისათვის.
მეორე  დღე:  გავაკეთეთ    დავალების  პრეზენტაციები.  განვიხილეთ   პროექტები.  შევიმუშავეთ  მიმართულების  მიმცემი   საკვანძო  კითხვები.  დავამზადეთ   ბუკლეტები.   მოგვცა  დავალება  მომდევნო  ტრენინგისათვის.
მესამე  დღე:   განვიხილეთ  დავალებები.განვიხილეთ   ბლუმის  ტაქსონომია.  ვისაუბრეთ  ეროვნული  სასწავლო  გეგმით  მისაღწევ  სტანდარტებზე.  ვიმუშავეთ  პროექტის  გეგმაზე.  მოგვცა   დავალებები  მომდევნო ტრენინგისათვის.
მეოთხე   დღე:  განვიხილეთ    რამოდენიმე  პროექტის  გეგმები.  განვიხილეთ   შეფასების  ნიმუშები.   შევადგინეთ  დროში  გაწერილი  გეგმები.  მოგვცა   დავალებები  მომდევნო ტრენინგისათვის.
მეხუთე  დღე:  განვიხილეთ  დავალებები.  ეს   დღე   საკმაოდ  ნაყოფიერი  იყო.  ვისაუბრეთ  საავტორო  უფლებების  დაცვაზე.  შევქმენით  ბლოგები.  დაწვრილებით  განვიხილეთ  ბლოგის  ინსტრუმენტები.  მოგვცა   დავალებები  მომდევნო ტრენინგისათვის.
მეექვსე  დღე:   განვიხილეთ  მოსწავლეტა  შეფასების  რუბრიკები.  ვნახეთ   ნიმუშები  ინტელის  საგანმანათლებლო   სახელმძღვანელოდან,  შევიმუშავეთ   ჩვენი   პროექტისათვის  შესაბამისი   შეფასების  სქემები.  ყურადღება  გავამახვილეთ  21-ე  საუკუნისა  და  მაღალი  დონის  უნარების  განვითარებაზე.    გავიღრმავეთ   ცოდნა  ბლოგების  შექმნის  შესახებ.
მეშვიდე  დღე:     ვიმუშავეთ  პროექტის  გეგმებზე,  შევავსეთ   და  დავხვეწეთ.    სასწავლო  პროცესის  მიმდინარეობის  დროს  დიდი  ყურადღება  ექცევა   სსმ  მოსწავლეებს   და  მათთან  მუშაობას    პროექტის  მსვლელობისას.  ეს  აუცილებლად  უნდა  გავითვალისწინოთ   და  მოვიფიქროთ  ისეთი  აქტივობები ,  რომ  ჩავრთოთ   აქტიურად   მისი  შესაძლებლობების  ფარგლებში,  რათა    გაუადვილდეს  თანატოლებთან  ერთად  მუშაობა.   
მერვე   დღე:   ტრენინგის   დასაწყისში  გავეცანით  როგორ  შეიძლება  გავუწიოთ     ფასილიტაცია  კლასს  მოსწავლეზე  ორიენტირებული  სწავლების  პროცესში.  როგორ  გამოვიყენოთ  ტექნოლოგიები   სასწავლო  პროცესის  გასაუმჯობესებლად.  შევქმენით  ფასილიტაციის   ნიმუშები.   გადავამოწმეთ  შექმნილი  პორტფოლიოები.

მეცხრე  დღე: ტრენინგის  ბოლო  დღეს  დეტალურად  განვიხილეთ   ჩვენი  პროექტის  პორტფოლიო.  გავასწორეთ  შეცდომები  და  ავტვირთეთ  ბლოგებზე.
    ტრენინგის  ბოლოს  თითოეულმა  წევრმა  გააკეთა  საკუთარი  პროექტის  პრეზენტაცია    და  ერთმანეთს  გავუზიარეთ  გამოცდილება.


ინტელის  ტრენინგები  ძალიან  საინტერესო,   ნაყოფიერი  და     აუცილებელი  გამოდგა    ვიდრე  მე  წარმოვიდგენდი.  ისევ  და  ისევ  დიდი  მადლობა  ბატონო  გიზო  ჩვენი  გაძლებისათვისსს...





Комментариев нет:

Отправить комментарий