среда, 5 ноября 2014 г.

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ხათუნა  მეშველიანი
რაიონი
ლენტეხი
სკოლა
სსიპ ლენტეხის  N1   საჯარო სკოლა
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
წყალი  სიცოცხლის  არსი
თემის შინაარსი
მოსწავლეები შეისწავლიან წყლის შედგენილობას და გამოყენებას. წყლის რესურსის გაფრთხილება და მოვლა  ინფორმაციის დამუშავება, გარემოზე დაკვირვება,   მოპოვებული მონაცემების ქიმიის თვალსაზრისით შეფასება. მოსწავლე აღწერს  წყლის დაბინძურების მიზეზებს და კონტროლის მეთოდებს, გამოთქვამს მოსაზრებებს წარმოდგენილი პრობლემების გადაჭრის გზებზე.
საგანი
ქიმია
დონე/კლასი  
მე-9 კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
ერთი  კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
სტანდარტი:მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები
ინდიკატორი
  • აყალიბებს კვლევის მიზანს;
  • გამოთქვამს  მოსაზრებას/ვარაუდს;
  • არჩევს  მონაცემების  მოპოვების გზებს (მაგ., ცდით, საველე სამუშაოს ჩატარებით, გამოკითხვით, საკითხის ირგვლივ ლიტერატურის მოძიებით)
  • ;არჩევს მონაცემების აღრიცხვის ფორმებს (ცხრილები, გრაფიკები, სიები, ფოტოები, ჩანაწერები)..

სტანდარტი: მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.

     ინდიკატორი:
            იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;
·        აწარმოებს  დაკვირვებას და/ან გაზომვებს,    აღრიცხავს მონაცემებს;
·        აკვირდება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებებს მონაცემების სათანადო სიზუსტით
·        იყენებს სათანადო წესებს საკუთარი და სხვათა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
სტანდარტი:
მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების  გამოყენებით
ინდიკატორი:
                იყენებს სხვადასხვა ხერხს  (დიაგრამებს, ცხრილებს, გრაფიკებს, სიებს) მონაცემთა წარმოსადგენად;
  იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების წარმოსადგენად

      
               სტანდარტი:    მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
ინდიკატორი:
•             იყენებს დიაგრამებს, ცხრილებს და გრაფიკებს მონაცემებს ან  ცვლადებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად;
•             აანალიზებს მონაცემებს  და გამოიტანს დასკვნებს
•             ადარებს  დასკვნებს გამოთქმულ ვარაუდს;
•             განიხილავს  დაკვირვებისა  და გაზომვების დროს  გამოვლენილ  მოულოდნელობებს, ცდილობს მათ  ახსნას.



პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
მოსწავლე შეძლებს:
      ახალი იდეების განვითარებას, განხორციელებას და სხვებისთვის გაზიარებას;
      ახალი და მრავალფეროვანი პერსპექტივებისთვის ღიაობას  და მზაობას;
●    მუშაობის  დემონსტრირებას
      სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირებას;
      პასუხისმგებლობების გაზიარებას მუშაობის პროცესში.
●    ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვებას, კრიტიკულ და კომპეტენტურ შეფასებას, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენებას მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;

      ტექნოლოგიის გამოყენებას, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების.
      საკუთარი სასწავლო საჭიროებებისა და წარმოდგენების მონიტორინგს;
      მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების საჭიროებისამებრ დაბალანსებას სხვადასხვა ჯგუფთან ერთობლივი მუშაობისას.
●    მაღალი სტანდარტებისა და მიზნების განსაზღვრას და უზრუნველყოფას სამუშაოს ხარისხიანად და დროულად შესრულებისათვის;

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა

           რატომ   გიყვართ  სვანეთი?

              როგორ  მივიღოთ  და  გამოვიყენოთ  სასმელი  წყალი?
            რატომ  არის  წყალი  მნიშვნელოვანი?
      

თემატური კითხვები
    რა  იცით   წყლის შესახებ?
რისთვის  გვჭირდება  წყალი?
რომელი  ელემენტებისაგან  შედგება  წყალი?

შინაარსობრივი კითხვები
  როგორია  წყლის  შედგენილობა?   
  როგორ  გამოიკვლევთ  წყალს?
რა  მოხდება  თუ  მოვიხმართ  ბინძურ  წყალს?


შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ




·   გამოკითხვა

·   დისკუსია

·   ჯგუფური მუშაობის რუბრიკა

·   პრეზენტაციები

·   თანაკლასელთა უკუკავშირი



·   გამოკითხვა

·   ბროშურის
შეფასება

·   პროექტის რუბრიკა

·   ეპიზოდური ჩანაწერები

·   ჯგუფური მუშაობის რუბრიკა

·   დისკუსია

·   ჯგუფური მუშაობის თვითშეფასება

შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
რუბრიკით  ვიცი, მინდა ვიცოდე, დავადგენ პროექტის შესახებ მოსწავლეთა ცოდნის დონეს და ინტერესის სფეროს, რათა უკეთ დავგეგმო პროექტის მიმართულება. ასევე დამეხმარება ესეს რუბრიკა. ბროშურის შეფასება დამეხმარება  მოსწავლეთა  ინტერესის სფეროს განსაზღვრაში. კვლევის შეფასებას ასევე ვაწარმოებ კომენტარებით, რათა განმავითარებელი შეფასება გავაკეთო. შეფასების რუბრიკის შემდეგ მოსწავლეები გააკეთებენ უკუკავშირს თანაკლასელების მიმართ. პრეზენტაციის შეფასების და ანალიზისას აუდიტორია გაეცნობა მოსწავლეთა პირად და საერთო, შეჯერებულ აზრს  აქტუალური საკითხის შესახებ.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები

კვლევის  საბაზო  უნარ-ჩვევები, საკომუნიკაციო (ინტერნეტთანმუშაობის   უნარიტექნოლოგიების  გამოყენების  უნარები.კომუნიკაციის  უნარი;

ჯგუფური  მუშაობის   და  თანამშრომლობითი  უნარი;

მასალების  მოძიებისდახარისხების  და  ანალიზის   უნარი;
შემოქმედებითი  და   კრიტიკული   ანალიზის  უნარი;
კომპიუტერული  ტექნიკის  გამოყენების   უნარი;
საპრეზენტაციო  უნარი;
ესეს  წერის  უნარი;
სასწავლო პროცედურები

 
     მოსწავლეებს გავაცნობ    პროექტს   პრეზენტაციის   სახით.  მოსწავლეებს ავუხსნი, რომ თანაკლასელებს ჯგუფური დისკუსიის გზით გაუზიარონ კვლევის შედეგები და ინდივიდუალურად შეგროვილი ინფორმაცია გააერთიანონ
      მოსწავლეებს ავუხსენი, რომ პროექტზე მეტწილად ჯგუფურად უნდა იმუშაონ და შეფასებაც ერთობლივ ნამუშევარში უნდა მიიღონ. გავაცნობ  ჯგუფური მუშაობის რუბრიკას. განვიხილავთ ერთობლივ მუშაობასთან დაკავშირებულ მოლოდინებს და ვთხოვ მოსწავლეებს იხელმძღვანელონ რუბრუკით ჯგუფური მუშაობის დროს.        მოსწავლეებს  დავყოფ ჯგუფებადისე  რომ  თითოეულ  ჯგუფში  თანაბრად  იყოს  გადანაწილებული  მაღალი  და  საშუალო   დონის  მოსწავლეები. ერთი ჯგუფი სწავლობს სასმელ წყალს მის შემადგემლობას, სასიცოცხლო დანიშნულებას, წყალსაცავებს და იქ არსებულ მარაგს.
      მეორე ჯგუფი აგროვებს ინფორმაციას მინერალური წყლების შესახებ (ტერიტორიებირესურსების მარაგი, მედიცინაში გამოყენების არიალიშემადგენლობა).
 ჯგუფის ყოველი წევრი განსხვავებულ თემას იკვლევს. ინდივიდუალური კვლევის შედეგები ჯგუფურ  პრეზენტაციაში გაერთიანდება.
     ჯგუფები მოძიებულ მასალებს აჯამებენ, აკეთებენ მათ შედარებას, გამოაქვთ დასკვნები მათი
       მოსწავლეებთან   ერთად  გამოკვეთოთ პრობლემა და დავსახოთ მისი გადაჭრის გზებითითოეულ  ჯგუფს  დავავალებ  ინფორმაციის  შეგროვებასამ  ინფორმაციების   შეგროვების    შემდეგ  გაიმართება პრეზენტაცია.   პრეზენტაციების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს უკუკავშირის გაზიარების და სხვა ჯგუფებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობას მივცემ.
       პროექტის პრეზენტაციის შემდეგ მისი ლოგიკური გაგრძელებაა საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება და გავრცელება თანატოლებში და უახლოეს თემში.












დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
  მივცემ   დავალებას   მისი  უნარისა და  შესაძლებლობის  ფარგლებში

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)


ამ შემთხვევაში გამოვიყენებ მიზან მიმართულ ჯგუფურ მუშაობას ,შესაძლებელია თუ მყავს შესაბამისი ენის მასწავლებელი მისი დახმარებით ჩავატარებ გაკვეთილებს ,მოსწავლეს მივცემ უფლებას მის ენაზე მოიძიოს და შეასრულოს დავალებები მისი გასწორების დროს დავიხმარებ ინტერნეტ საშუალებებს ,მეტ დროს მივცემ საკლასო დავალების შესასრულებლად ,თუ მყავს ამ ენის მცოდნე მოსწავლეები მათ ვათანამშრომლებ წყვილებში.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
  დავავალებ  ლიდერობასჩატარებული  კვლევის  ანალიზსპრეზენტაციის  და  კედლის  გაზეთის  მომზადებას  და  ამ  მასალის  ინტერნეტში  განთავსებას.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
სახელმძღვანელოები, სასწავლო გზამკვლევები,  ლაბორატორიის სახელმძღვანელოები, ბიბლიოგრაფიული მასალები და ა.შ.
ინვენტარი/მასალები
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები
ვებმისამართები (URL), რომლებიც ხელს უწყობს თემის მიზნების მიღწევას.
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.



Комментариев нет:

Отправить комментарий